2008 წლის ქართული ფილმი, რომლის რეჟისორი და სცენარის ავტორია ზაზა ურუშაძე. ფილმი სამი ნოველისგან შედგება, მათ საერთო იდეა აერთიანებს:
პირველი ისტორია მე-20 საუკუნის დასაწყისში, ძველ საგვარეულო სახლში ვითარდება. ოჯახის უფროსი ცოლის გარდაცვალების შემდეგ ისე იქცევა, თითქოს ის და გარდაცვლილი კვლავ ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ.
მეორე ნოველაში მოქმედება მე-20 საუკუნის ბოლოს მიმდინარეობს, მოქმედება სოფელში ხდება. აქ ადამიანები ისევ ისე ცხოვრობენ, როგორც მათი მამა-პაპა ცხოვრობდა ოდითგან.
მესამე ნაწილი მსუბუქი და მხიარულია, მასში ჩანს 21-ე საუკუნის ჰუმანიზმი. ფილმი კომედიაა, მისი გმირი თანამედროვე ქალაქელი ბიჭია, რომელიც იძულებული ხდება საკუთარ პრინციპებს უღალატოს.
ixileT aseve
რეჟისორი
ზაზა ურუშაძე
სცენარის ავტორი
ზაზა ურუშაძე
როლებში
ჟანრი ლოლაშვილი
ზურაბ ყიფშიძე
მურმან ჯინორია
ნინელი ჭანკვეტაძე
ნატო მურვანიძე
ეკა ანდრონიკაშვილი
დავით იაშვილი
თორნიკე ბზიავა
ნინო ბურდული
ნინო ქორიძე